5 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაშის - რა? სად? როდის? - მესამე ტური გაიმართა. ინტელექტუალურ თამაშში, კსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობენ. შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტში ინტელექტკლუბი კსუ-ს სტუდენტების ბაკურ ხუბულავასა და ჯემალ კონცელიძის ინიციატივით ჩამოყალიბდა.
თამაშის მოწვეული სტუმარი, ინტელექტკლუბის წევრი, ხელოვნებათმცოდნე - ნინო გოგინაშვილი გახლდათ. მე-3 ტურის შედეგების საფუძველზე უკვე გამოიკვეთნენ ლიდერი გუნდები - ,,სონო ტორნატო“, ,,ოლიმპოს ღმერთები“ და ,,ჰიდრა“, თუმცა ორგანიზატორების განცხადებით, შედეგები საბოლოო ეტაპზე დაითვლება. მიღებული მონაცემების საფუძველზე, წარმატებული მოთამაშეებისგან დაკომპლექტებული გუნდი, უნივერსიტეტის სახელსა და ღირსებას სტუდენტურ ჩემპიონატებსა და უნივერსიადაში დაიცავს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება