საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თაოსნობით ჩატარებულ B ჯგუფის 5-2 ტურის თამაშში, კსუ-ს საფეხბურთო გუნდმა, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაკრები ანგარიშით 5:4 დაამარცხა.
სპეციალურად ამ თამაშისათვის, გუნდის წევრებს, ქუთაისში გულშემატკივრებიც გაყვნენ.
თამაშის ორივე ტაიმი კსუ-ს საგრძნობი უპირატესობით წარიმართა. გოლები აკაკი შაველაშვილმა, გუნდის კაპიტანმა - მერაბ ბოლოთაშვილმა და დავით ხარაზმა გაიტანეს, თამაშში დუბლის შესრულება ბექა ყარსიმაშვილმა შეძლო.
აღსანიშნავია კსუ-ს გუნდის მეკარის - ალექსანდრე აბულაძის კარგი თამაში, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში, 10 - მეტრიანი საჯარიმო დარტყმის მოგერიება შეძლო.
შეგახსენებთ, რომ კსუ-ს გუნდის მწვრთნელი ბესიკ ოსეფაშვილი გახლავთ.
თამაშის დასრულების შემდეგ გულშემატკივრები მოწამეთას მონასტერს ესტუმრნენ.
შემდეგი, მეექვსე ტურის თამაში, 8 მაისს, ახალი სპორტის სასახლეში, სპორტის უნივერსიტეტთანაა ჩანიშნული.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება