4 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, „სტეპისა“ და „Spark Agency“-ს ერთობლივი პროექტის „Pitch Bootcamp“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა კსუ-ს სტუდენტმა და პროექტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა - დემეტრე ლომაძემ ჩაატარა. მან საკონფერენციო დარბაზში შეკრებილ დაინტერესებულ სტუდენტებს, პროექტის შესახებ მოუთხრო, ესაუბრა მისი ჩატარების თარიღებსა და პრინციპებზე. მონაწილეები კონკრეტულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ: სტუდენტის სტატუსის მქონე პირი, კურსდამთავრებული, ინგლისურის დონე - B1.
კომისია და ორგანიზატორთა ჯგუფი სწორედ ამ ძირითადი კრიტერიუმებით შეარჩევს 50-60 მონაწილეს, რომელიც 10-11 ივნისს უკვე პროექტში ჩაერთვება.
სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ტრენინგს პორტუგალიიდან მოწვეული აკრედიტირებული ტრენერი ჩაატარებს, რომელსაც ამომწურავი ინფორმაცია აქვს საქართველოს სამუშაო ბაზრის შესახებ და სწორედ ამ მოცემულობით იხელმძღვანელებს. პირველ დღეს 10-საათიანი ტრენინგის ძირითადი თემა სწორად დალაგებული პრიორიტეტები, დამსაქმებელთან ურთიერთობა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევებია, თეორიული ნაწილის შემდეგ, პროექტის მეორე დღეს, მონაწილეებს საშუალება ექნებათ პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული ცოდნა და 25 საერთაშორისო თუ ადგილობრივი კომპანიის წარმომადგენლებს ადგილზე გაესაუბრონ და სამომავლო თანამშრომლობა დაგეგმონ.
პროექტის მონაწილეებს ორენოვანი სერტიფიკატი გადაეცამათ.
რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://docs.google.com/a/ciu.edu.ge/forms/d/e/1FAIpQLSdQ7dDyAUXI8uqe7gZlUnWhs7zknEQ_UrBXFUmw-J_tFbQ2ug/viewform
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება