3 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს კანცლერი - ვახტანგ წივწივაძე, რექტორი - კახაბერ კორძაია, კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ლალი მეკოკიშვილი და სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი - ომარ ახმეტელაშვილი შეხვდნენ.
უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ქართული ფიზიოლოგიური სკოლის დამფუძნებლის ივანე ბერიტაშვილის სახელობის სტიპენდიანტი - მეორე კურსის სტუდენტი - ირაკლი ღლონტი დაასახელეს და სტუდენტებს მაღალი აკადემიური მოსწრებისა და კარგი სწავლისკენ მოუწოდეს.
კსუ-ს კანცლერის თქმით, მომავალში, უამრავი საინტერესო პროექტისა და ინიციატივის პარალელურად, სხვადასხვა სახელობითი სტიპენდიების დაწესება იგეგმება. ამ გზით, წარმატებული სტუდენტები წახალისდებიან, მათ კურსელებსა და ჯგუფელებს კი სწავლის მეტი მოტივაცია გაუჩნდებათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება