2 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ამერიკული კულტურისა და პოლიტიკის ექსპერტი, ვარშავისა და კარდინალ სტეფან ვიშინსკის უნივერსიტეტის პროფესორი, აკადემიური საბჭოს თავჯდომარე, ზბიგნიევ ლევიცკი ესტუმრა. პროფესორმა სამუშაო შეხვედრა კსუ-ს რექტორთან კახაბერ კორძაიასთან გამართა, სადაც მხარეებმა სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
რექტორთან შეხვედრის შემდეგ, ამერიკული კულტურისა და პოლიტიკის ექსპერტმა, საჯარო ლექცია ტემაზე ,,დონალდ ტრამპი სასამართლოს წინააღმდეგ: არღვევს თუ არა კანონს მისი აღმასრულებელი გადაწყვეტილებებით“ - ჩაატარა. ლექციის ძირითად აუდიტორიას კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტები წარმოადგენდნენ.
სპიკერმა პოლიტიკური ლიდერის ხასიათის შტრიხებზე, პრეზიდენტის უფლება მოვალეობებზე, პოლიტიკური ძალაუფლებისა და სურვილის შესახებ ისაუბრა. სტუმარმა ახლანდელი პრეზიდენტი აშშ-ს სხვა პრეზიდენტებსაც შეადარა.
შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმით წარიმართა, სტუდენტებმა სპიკერს მათთვის საინტერესო შეკითხვები დაუსვეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება