30 აპრილს, თბილისის ძველი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, წელს პირველად, ავტოსპორტში - საქართველოს ეროვნული სტუდენტური ჩემპიონატი - "STUDENTS CUP 2017-ი” ჩატარდა.
ღონისძიების ორგანიზატორები „BMW Club Georgia“ და „Seu Racing Club “ გახლდნენ. ჩემპიონატში საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ოთხკაციანი გუნდები მონაწილეობდნენ. "STUDENTS CUP 2017-ის“ მიზანია რბოლები ღია სივრციდან დახურულ, უსაფრთხო ტერიოტორიაზე ჩატარდეს.
შეჯიბრი ორ ეტაპად ჩატარდა და საპრიზო ადგილები შემდეგნაირად განაწილდა:
1 ადგილი - Seu Racing Club (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი)
2 ადგილი - GTU Auto Club (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი)
3 ადგილი - CIU CAR CLUB (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი)
გამარჯვებულებს მედლები და სერტიფიკატები გადაეცათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება