30 აპრილს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სუპერლიგა B-ს ფარგლებში ჩატარებულ საფეხბურთო შეხვედრაში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდი ანგარიშით 4:3 დაამარცხა.
კსუ-ს გუნდიდან თავი გიორგი ცერცვაძემ და ლაშა მებაღიშვილმა გამოიჩინეს. ამ უკანასკნელმა მეორე, მეცხრე და ოცდამეოთხე წუთებზე სამი გოლის გატანა შეძლო.
32 წუთზე გიორგი ცერცვაძის გოლით, თამაშის ბედი საბოლოოდ გაირკვა. გულშემატკივრებს შეგახსენებთ, რომ შემდეგი თამაში - სპორტული კლუბ ჯვაროსნებთან - 6 ივნისაა ჩანიშნული.
კსუ-ს საფეხბურთო გუნდის მწვრთნელი კახა ოსეფაშვილი გახლავთ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება