”კანი ერთია, გაუფრთხილდით მას და დაიცავი მზის მავნე გამოსხივებისგან!“ - ამ ლოზუნგით წელს უკვე მეექვსედ ,,ევრომელანომის“ ნაციონალური წარმომადგენელის, „საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის“ პრეზიდენტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ლალი მეკოკიშვილის ხელმძღვანელობით სპეციალური კამპანია ტარდება.
"ევრომელანომა" პანევროპულ კამპანიას წარმოადგენს, რომლის მიზანი კანის კიბოსა და მელანომის პროფილაქტიკა და ადრეული დიაგნოსტიკის ხელშეწყობაა. აღნიშნული აქციის მხარდამჭერი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტია.
კანის კიბო ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სიმსივნეს წარმოადგენს, რომლის სიხშირე განუხრელად მატულობს. სტატისტიკის მიხედვით, ყოველი მეექვსე ევროპელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც შეიძლება დაავადდეს კანის კიბოთი.
ეს სოციალური პროექტი, ხელს შეუწყობს კანის კიბოს შესახებ ცოდნის ამაღლებას, სხვადასხვა ფორმების ადრეულ გამოვლენასა და დროულ მკურნალობას.
დაინტერესებულ პირებს კი შევახსენებთ, რომ 2017 წელს კამპანიის ფარგლებში მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის პარალელურად, 14-20 მაისს თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში კანის კიბოს უფასო სკრინინგი ჩატარდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება