კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი Old Boy’s „შავი ზღვის ლიგაზე“ განახლებული შემადგენლობით წარდგა და მეორე ადგილით შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
30 აპრილს გამართულ ღონისძიებაში, რომელიც ქალაქ ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართა, თბილისის, ბათუმის, სამტრედიის, ვანის, გორისა და ფოთის გუნდები მონაწილეობდნენ.
გუნდებმა ერთი საკონკურსო ნომერი - „მისალმება“ - წარმოადგინეს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის განახლებული გუნდი Old Boy’s ლიგაზე რვაკაციანი შემადგენლობით ასპარეზობს.
„შავი ზღვის ლიგის“ ნახევარფინალი მაისის თვეში გამართება და ფინალში თამაშის უფლების მქონე გუნდები დასახელდებიან.
აღნიშნული ლიგა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ახალგაზრდულ საქმეთა სფეროს ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება