კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში რა? სად? როდის? საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება.
ინტელექტუალურ თამაშში კსუ-ს საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისგან დაკომპლექტებული 12 გუნდი მონაწილეობს.
28 აპრილს თამაშს - რა? სად? როდის? შავი ყუთი დაემატა. მეორე ტურის შედეგებით ჩემპიონატში გუნდები „სონო ტორნატო“, „ჰიდრა“, „ოლიმპოს ღმერთები“ და „ნიკეა“ ლიდერობენ.
აღნიშნულ თამაშს ელიტარული ინტელექტკლუბის წევრები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, გუნდ „ჰექსოგენის“ კაპიტანი - სოსო ბერიკაშვილი და პრაიმ აუდიტის დირექტორი, გუნდ „სავსე მთვარის“ კაპიტანი - ამირან კილაძე ესწრებოდნენ. მოწვეულმა სტუმრებმა, თამაშის მსვლელობისას, მოთამაშეებს 3 კითხვა დაუსვეს.
ინტელექტუალურ თამაშს, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში ერთჯერადი თემატური ქვიზი და ბლიც შეკითხვებიც დაემატება.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის გამარჯვებული 9 ივნისს გამოვლინდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება