28 აპრილს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მარკეტინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტი - სალომე კვარაცხელია შეხვდა.
იუსტიციის უმაღლესი სკოლა 2006 წლის აპრილში დაარსდა და სამოსამართლო კანდიდატების, მოსამართლეების, მოსამართლეთა თანაშემწეებისა და სასამართლოს სხვა თანამშრომლების მაღალპროფესიულ სწავლებასა და გადამზადებას უზრუნველყოფს.
ამჟამად ცენტრი სტუდენტებს კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსს - საპროცესო დოკუმენტების შედგენა და სასამართლოში წარმომადგენლობა - სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მიმართულებით - სთავაზობს.
მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი სკოლა მზადაა, უნივერსიტეტებისა და სტუდენტების ჩართულობით შექმნილ ჯგუფებს, სკოლის საკუთრებაში არსებული იმიტირებული დარბაზი დაუთმოს ოლიმპიადებისა თუ სხვადასხვა საგნის ფარგლებში ფინალური სხდომების ეფექტურად ჩატარებისათვის.
ცენტრის წარმომადგენელმა, ვრცლად მიმოიხილა მათი საქმიანობა და სტუდენტების კითხვებს ამომწურავად უპასუხა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება