27 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კალათბურთის გუნდი გასული წლის ჩემპიონს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს შეხვდა.
თამაში კსუ-ს უპირატესობით, ანგარიშით 57:53 დამთავრდა.
შეხვედრის პირველი ნაწილი მოწინააღმდეგის უპირატესობით წარიმართა. მეორე ნაწილში მოედანზე კსუ-ს მოთამაშე რეზი მაღლაკელიძე შემოვიდა და გუნდს ზედიზედ 6 ქულა მოუტანა, ვაკა ბიჭაშვილმა კი 2 ჯარიმის ჩაგდებით გუნდის დაწინაურება შეძლო.
თამაშის დასრულებამდე 50 წამით ადრე ბექა ქარსივაძემ ორი მნიშვნელოვანი საჯარიმო ქულა ჩააგდო და საბოლოო ანგარიში 57:53 დააფიქსირა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს ქულები ბექა ქარსივაძემ (10 ქულა) , ლერი კვანტალიანმა (11 ქულა), რეზი მაღლაფერიძემ (10 ქულა) და ვაკა ბიჭაშვილმა (7 ქულა) მოუტანეს.
აღნიშნული თამაში სტუდენტური ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება