25 აპრილს, სადაზღვევო კომპანია ალდაგის წარმომადგენლები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს, კახაბერ კორძაიას შეხვდნენ და ურთირთთანამშრომლობის მემონადუმი გააფორმეს. ხელშეკრულების მიზანია კსუ-ს სტუდენტების მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებად ჩამოყალიბება, მათი პროფესიული პოტენციალის რეალიზაცია და უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.
სადაზღვევო კომპანია ალაგის HR განყოფილების უფროსმა ანა სიჭინავამ კახაბერ კორძაიას კომპანიაში დასაქმებული კადრების რაოდენობის სტატისტიკა გააცნო და იმედი გამოთქვა, რომ მათ რიგებს, კსუ-ს სტუდენტებიც აქტიურად შეუერთდებიან.
კომპანიის წარმომადგენლებმა თანამშრომლობის ფარგლებში, კსუ-ში საჯარო ლექციების ჩატარების შესაძლებლობაზეც ისაუბრეს და იურიდიულ, ფინანსურ, მარკეტინგისა და სხვა დეპარტამენტებში სტაჟირების შესაძლებლობაზეც გაამახვილეს ყურადღება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება