კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაასუფთავეს.
დასუფთავების აქცია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტროს ინიციატივით დედამიწის დღესთან დაკავშირებით მოეწყო და მასში მონაწილეობა უმაღლესმა სასწავლებლებმა, მათ შორის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურებმა მიიღეს. მონაწილეებმა აღნიშნული აქტივობა სხვადასხვა ტერიტორიაზე განახორციელეს.
აქცია გარემოს გაუმჯობესებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით მოეწყო.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება