კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების ბაკურ ხუბულავასა და ჯემალ კონცელიძის ინიციატივითა და ორგანიზებით, უნივერსიტეტის ბაზაზე ინტელექტკლუბი ჩამოყალიბდა.
წელიწადში ორჯერ გაზაფხულსა და შემოდგომაზე კლუბი ,,რა? სად? როდის?“ - ინტელექტუალური თამაშების სერიას ჩაატარებს, დაგეგმილია ბრეინინგის, ჯეპარდისა და თემატური ქვიზების ორგანიზებაც.
7 აპრილს გამართულ პირველ თამაშში კსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული 9 გუნდი მონაწილეობდა. ორგანიზატორების განცხადებით, გაზაფხულის სეზონისთვის დაგეგმილ 5 თამაშში, წარმოდგენილი 9 გუნდიდან ყველა იბრძოლებს საუკეთესოს ტიტულისთვის, ხოლო შედეგები საბოლოო ეტაპზე დაითვლება.
შედეგების საფუძველზე, წარმატებული მოთამაშეებისგან დაკომპლექტებული გუნდი, უნივერსიტეტის სახელსა და ღირსებას სტუდენტურ ჩემპიონატებსა და უნივერსიადაში დაიცავს.
აღსანიშნავია, ის ფაქტიც რომ, უახლოეს თამაშებში, კსუ-ს საქართველოს ინტელექტკლუბის წევრებიც ეწვევიან, რომლებიც მოთამაშეებს ერთ შეკითხვას დაუსვამენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება