7 აპრილს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კალათბურთის გუნდმა, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ სტუდენტურ ჩემპიონატში მორიგი თამაში საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტთან გამართა.
შეხვედრა დაძაბულად წარიმართა, თამაშის პირველ სამ პერიოდში კსუ-მ საკუთარ ანგარიშზე ქულები მაქსიმალურად დააგროვა და სტუდენტური ჩემპიონატის ფარგლებში გამართული წინა შვიდი შეხვედრის შედეგის გამეორება სცადა, თუმცა თამაშის ბედი ბოლო, მეოთხემეოთხედში გადაწყდა.
შეხვედრა ანგარიშით 70:64 - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სასარგებლოდ დასრულდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება