2 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებს, სასწავლო კურსის „ტუროპერეიტინგი" ფარგლებში, გასვლითი ლექცია ძველ თბილისში ჩაუტარდათ.
სტუდენტები გაეცნენ ტურისტული ინდუსტრიის ძირითად საწარმოებს, კულტურულ ღირსშესანიშნაობებს, კერძოდ მუზეუმებს, მარნებს, სასტუმროებს, კვებით ობიექტებსა და ყველა იმ პროცესს, რაც ტურისტული პროდუქტის დაგეგმვა-რეალიზაციასთან არის დაკავშირებული.
გასვლით ლექციას სასწავლო კურსის - „ტუროპერეიტინგი“ ლექტორი, ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი ლალი მიქელაძე უძღვებოდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება