2 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, 70-მდე უცხოელი სტუდენტი სიღნაღის მუნიციპალიტეტს ესტუმრა.
მათ სიღნაღი და წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი მოინახულეს. კულტურული ტურის შემდეგ, კი - ქართული ტრადიციული კერძები დააგემოვნეს.
პირველკურსელთა ექსკურსიების პარალელურად, ამ ტიპის გასვლითი ღონისძიებები კსუ-ს უცხოელი სტუდენტებისთვისაც პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.
სტუდენტები უახლოეს პერიოდში ოკაცესა და პრომეთეს მღვიმეს დაათვალიერებენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება