მაღალანაზღაურებადი აკადემიური ვიზიტი კსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის შაულაის სახელმწიფო კოლეჯში, ლიტვა
ლიტვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ცხადდება ანაზღაურებადი აკადემიური ვიზიტისთვის კონკურსი კსუ-ს ლექტორებისთვის შაულაის სახელმწიფო კოლეჯში (2017-2018 სასწავლო წელი).
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკადემიურ პერსონალს, რომლებიც ლექციებს წაიკითხავენ შემდეგი მიმართულებებით:
ვიზიტის ხანგრძლივობა: 10-15 დღე
ლექტორის საშუალო დატვირთვა ერთი სამუშაო დღის განმავლობაში უნდა იყოს მინიმუმ 4 საკონტაქტო საათი (საათების საერთო რაოდენობა: 40 საკონტაქტო სამუშაო საათი 2 კვირაში).
განცხადებების მიღება მიმდინარეობს 2017 წლის 20 აპრილის ჩათვლით.
სააპლიკაციო პროცედურა: მონაწილეობის მსურველებმა გამოაგზავნეთ მითითებული საბუთების ჩამონათვალი PDF ფორმატით ელექტრონული ფოსტის მისამართზე: tchakhnashvili@ciu.edu.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს: 515-ე ოთახი, irs@ciu.edu.ge, tchakhnashvili@ciu.edu.ge, +995 32 261 12 98 (შიდა 109).
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება