31 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და გრინ ლაინ გრუფს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად, გრინ ლაინ გრუფი წარმოადგენს უნივერსიტეტს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში და უზრუნველყოფს სტუდენტების მოზიდვას, ერთობლივი სასწავლო პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებას.
დოკუმენტს ხელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა ვახტან წივწივაძემ და გრინ ლაინ გრუფის დირექტორმა რეზა ალირეზა თაბრიზიმ მოაწერეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება