30 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მხიარულთა და საზრიანთა კლუბის შიდა ჩემპიონატი გაიმართა.
ჩემპიონატში საკონკურსო ნომრით - „მისალმება“ მაყურებლის წინაშე 5 გუნდი - „აუდიტორია 311“, „ედელვაისი“, „ველური დასავლეთი“, „ციუ Medics” და ჰეგემონი“ - წარდგა.
ღონისძიება უნივერისტეტის გუნდა - Old Boys”- მა გახსნა.
ოთხკაციანი ჟიურის გადაწყვეტილებით, თანაბარი ქულებით, პირველი ადგილი სამ გუნდს - შარშანდელ ჩემპიონს „აუდიტორია 311“-ს, გოგონებით დაკომპლექტებულ გუნდს „ედელვაის“-სა და ბათუმელებისგან შემდგარ გუნდს "ველურ დასავლეთი"-ს ერგო.
რაც შეეხება მეორე ადგილს თანაბარი ქულებით „ციუ Medics” და „ჰეგემონი“ გავიდნენ.
ჩემპიონატზე 22-ე და 155-ე საჯარო სკოლის მოწვეულმა გუნდებმაც ითამაშეს.
შიდა ჩემპიონატში მონაწილე კონკურსანტებისგან შემდგარი ნაკრები, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით, შავი ზღვის ლიგაში ითამაშებს.
შავი ზღვის ლიგა, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქის გუნდებს უმასპინძლებს აპრილის თვეში, ბათუმში გაიმართება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება