28 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კალათბურთის გუნდმა სტუდენტური ჩემპიონატის ფარგლებში, პირველი თამაში გამართა.
კსუ-ს გუნდი ქუთაისის უნივერსიტეტს დაუპირისპირდა და გამარჯვება მცირე სხვაობით 80:79 მოიპოვა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გუნდის მოთამაშეებიდან ყველაზე ბევრი ქულის ავტორები ვაკა ბიჭაშვილი (29 ქულა) და ბექა ქარსივაძე (22 ქულა) არიან. ყველაზე მნიშვნელოვან მომეტში გუნდს 2 სამქულიანი ბექა შველიძემ მოუტანა. თამაშის მიწურულს კი მსაჯმა კსუ-ს ორ მოთამაშეს მოედანი დაატოვებინა.
მორიგი თამაში 7 აპრილს, 11:30 საათზე, კალათბურთის აკადემიის დარბაზში გაიმართება, სადაც ერთმანეთს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის გუნდები შეხვდებიან.
საქართველოს სტუდენტურ ჩემპიონატს კალათბურთში საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია ატარებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება