კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2016 წლიდან ქართული ფიზიოლოგიის სკოლის ფუძემდებლის, მსოფლიოში აღიარებული მეცნიერისა და პედაგოგის აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის სახელობის სტიპენდია არსებობს.
ივანე ბერიტაშვილის სახელობის სტიპენდიის პირველი სტიპენდიანტი მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის მე-4 სემესტრის სტუდენტი ირაკლი ღლონტი გახდა.
აღნიშნული სტიპენდია ერთი სასწავლო წლის საფასურისგან გათავისუფლებას გულისხმობს. შესაბამისად, უნივერსიტეტი ირაკლი ღლონტს სწავლის საფასურს 2250 ლარის ოდენობით დაუფინანსებს.
სტიპენდია მედიცინის ფაკულტეტის ფიზიოლოგიის კურსის სწავლების წამახალისებელი აქციაა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ირაკლი ღლონტს სტიპენდიის მიღებას ულოცავს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება