27 მარტს საქართველოს სტუდენტურმა ლიგამ ფუტსალში სტარტი აიღო.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდმა პირველი თამაში თავისუფალ უნივერსიტეტთან გამართა და გამარჯვება მოიპოვა.
თამაშის პირველი ნაწილი თავისუფალი უნივერსიტეტის უპირატესობით 1:0 დასრულდა.
მეორე ტაიმში კსუ-ს გუნდის მცველმა დავით ხარაზმა, აკაკი შაველაშვილის გადაცემით, პირველი გოლი გაიტანა.
გუნდს მეორე გოლი, მერაბ ბოლოთაშვილის გადაცემით, გიორგი ცერცვაძემ შემატა.
თამაში საბოლოო ანგარიშით 2:1 კსუ-ს უპირატესობით დამთავრდა.
საქართველოს სტუდენტურ ლიგას ფუტსალში საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია ატარებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება