19 მარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სუპერლიგა B-ს ფარგლებში ჩატარებულ საფეხბურთო შეხვედრაში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის გუნდი ანგარიშით 5:2 დაამარცხა. კსუ-ს გუნდიდან თავი ილია მოდებაძემ, გოგა ხურიშვილმა, მერაბ ბოლოთაშვილმა და ბექა ყარსიმაშვილმა გამოიჩინეს. ამ უკანასკნელმა დუბლი შეასრულა და 31 წუთზე ანგარიში 3:1 გახადა.
აღნიშნული გამარჯვებით, კსუ-მ სატურნირო ცხრილში ცხრა თამაშის შედეგებით, ანგარიშზე 17 ქულა მოაგროვა. გულშემატკივრებს შეგახსენებთ, რომ შემდეგი თამაში 26 მარტს - ,,სკ ფეროსთანაა“ ჩანიშნული.
კსუ-ს საფეხბურთო გუნდის მწვრთნელი კახა ოსეფაშვილი გახლავთ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება