კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, სადაზღვევო კომპანია ,,ადლაგის" წარმომადგენლებმა საქმიანი კავშირებისა და სამუშაოს ძიების ხერხებზე მასტერკლასი ჩაატარეს.
ტრენინგს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. ტრენერებმა მსმენელებს კონკრეტული რჩევები და პრაქტიკული რეკომენდაციები გაუზიარეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის შედგენა, ,,ნეთვორქინგის" მნიშვნელობა და სამუშაოს ძების დაგეგმარება.
ტრენერებმა სამი ძირითადი პუნქტი გამოყვეს: ისაუბრეთ საკუთარ თავზე და შესაძლებლობაზე; კონცენტრირდით და დაფიქრდით როგორ ეხმარებით სხვა ადამიანებს; გქონდეთ მუდმივი კავშირი თქვენს სანაცნობო წრესთან.
მასტერკლასის მონაწილეებს საშუალება მიეცათ ადგილზე შეევსოთ სადაზღვევო კომპანია ალდაგის სააპლიკაციო დოკუმენტი, რომლის გადარჩევის შემდეგ, მათ კომპანია თავად დაუკავშირდება.
მასტერკლასში მონაწილეობა უფასო გახლდათ და მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება