22 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
გიორგი ჩოგოვაძეს კსუ-ს რექტორი კახაბერ კორძაია, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ვიცე რექტორი მარინა გედევანიშვილი და ტურიზმის საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი ლალი მიქელაძე შეხვდნენ.
მემორანდუმის პირობებით, ადმინისტრაციასა და უნივერსიტეტს შორის კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება იგეგმება; მხარეები საგანმანათლებლო და ტურიზმის სფეროს ხელშეწყობის მიზნით, ურთიერთშეთანხმებულ აქტივობებსაც განახორციელებენ. გიორგი ჩოგოვაძემ ადმინისტრაციაში წარჩინებული სტუდენტების სტაჟირების საკითხიც განიხილა და ამ კუთხით უნივერსიტეტს თანამშრომლობა აღუთქვა.
კსუ-ს წარმომადგენლებმა, გიორგი ჩოგოვაძეს საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, ხოლო საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სფეროს უახლესი ამბები, მიღწევები და სტატისტიკა მიმოიხილა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება