ესტონეთის განვითარების თანამშრომლობის სტიპენდიები საქართველოს, მოლდოვას, უკრაინის, ბელორუსიის და სომხეთის სტუდენტებისთვის
ესტონეთის განვითარების თანამშრომლობის სტიპენდიები გაიცემა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.
სტიპენდიები ხელმისაწვდომია ოთხ სხვადასხვა საუნივერსიტეტო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატისა (2 კურსიდან) და მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებიც არიან საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის, ბელორუსიის და სომხეთის მოქალაქეები.
აპლიკაციის შეტანის ბოლო ვადაა 2017 წლის 9 აპრილი.
თითოეული პროგრამისთვის 5 სტიპენდიაა ხელმისაწვდომი:
· Social Dimension: Estonian Business Environment and EU-Russian Relations 9-22 ივლისი 2017, ტალინი და ტარტუ
· Social Dimension: EU-Russian Relations and Baltic Regional Security 16-29 ივლისი 2017, ტარტუ და პარნუ
· Juri Lotman and the Semiotics of Culture 3-14 ივლისი 2017, ტარტუ
· Integrating Educational Technology with 21st Century Learning 3-14 ივლისი 2017, ტარტუ
სტიპენდია ფარავს:
· პროგრამაში მონაწილეობის ხარჯებს
· დაბინავებას
· მოგზაურობასა და მინიმალურ ხარჯებს, რომელიც გადაეცემათ პროგრამის მსვლელობისას ტარტუში (190 ევრო)
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს აღნიშნული პროგრამით დაფინანსება მოიპოვა კსუ-ს სტუდენტმა ციცი ხაჩიძემ. სტიპენდიები ხელმისაწვდომი იყო საქართველოს, მოლდოვას, უკრაინის, ბელორუსიის და სომხეთის სულ 3 სტუდენტისთვის. მან მიიღო მონაწილეობა 17-30 ივლისს ჩატარებულ საზაფხულო სკოლაში თემაზე „ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობები და ბალტიისპირეთის რეგიონალური უსაფრთხოება“. კურსები ჩატარდა ტარტუს უნივერსიტეტსა და პარნუს კოლეჯში წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ. საზაფხულო სკოლის დასასრულს ციცი ხაჩიძეს გადაეცა საერთაშორისო საზაფხულო სკოლის 5 კრედიტიანი სერტიფიკატი.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული:
აპლიკაციების გაგზავნის მსურველები დაგვიკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს: irs@ciu.edu.ge .
+995 32 261 12 98 (შიდა 109), 515-ე ოთახი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება