17 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გეოპოლიტიკური მოდელირების კავკასიურ ლაბორატორიაში მრგვალი მაგიდა - დისკუსია ,,ტრანსკავკასიური დიალოგი“ ბრატისლავას პროცესი - 25 წლის შემდეგ - შედეგები და პერსპექტივები გაიმართა.
დისკუსია კსუ-ს რექტორმა კახაბერ კორძაიამ გახსნა.
,,ტრანსკავკასიური დიალოგი“ 1992 წლის 26 მარტს ბრატისლავაში ჩამოყალიბდა და მისი არსებობის 25 წლის მანძილზე ბევრი საინტერესო ინიციატივა განხორციელდა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის ხელშეწყობისა და არაძალადობისკენ იყო მიმართული.
მრგვლი მაგიდის თემა კავკასიის რეგიონში წყლის უსაფრთხოების საკითხი გახლდათ და ამ კონტექსტში, მომხსენებლებმა მდინარე ,,დურუჯის" აუზის საფრთხეებზე გაამახვილეს ყურადღება.
ღონისძიებას სლოვაკეთის, ჩეხეთის, პოლონეთისა და უკრაინის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება