9 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბოულინგის ნაკრების წევრმა გოგონებმა მონაწილეობა მიიღეს ქალთა დღისადმი მიძღვნილ ტურნირში და ორი საპრიზო ადგილის დაკავებაც შეძლეს.
კსუ-ს ორმა წარმომადგენელმა, ნანა ტეიცმა და მარიამ სირაძემ მეორე და მესამე ადგილები გაინაწილეს, პირველი ადგილი კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა, ქიამალა მამედოვამ დაიკავა.
სტუდენტ გოგონათა შორის ბოულინგის ტურნირში საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების 200-მდე სტუდენტი ჩაერთო.
ორგანიზატორებმა თითოეულ მონაწილეს სიგელი და ყვავილები გადასცეს. გამარჯვებულები მედლებითა და „ვულევუს“ ფულადი ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ.
აღნიშნული ტურნირი საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით მოეწყო.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება