კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაცია ბაქოში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ, საქართველოსა და აზერბაიჯანის კონგრესის ხელმძღვანელმა ალი ბაბაევმა, ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო ჭალაგანიძემ და უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა სულხან მელაძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის საფლავი ყვავილებით შეამკეს.
დელეგაციის წევრებმა პატივი გმირთა ხეივანში დაკრძალულ, აზერბაიჯანის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნასაც მიაგეს.
დღის მეორე ნახევარში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი, დელეგაციის წევრებთან ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა.
უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა თეიმურაზ შარაშენიძეს სიმბოლური საჩუქრები და კსუ-ს მულტიმედია ცენტრის ბაზაზე მომზადებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმები გადასცეს.
შეხვედრისას ვახტანგ წივწივაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებისა და პრიორიტეტების შესახებ ესაუბრა.
შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერს 14 მარტს ბაქოს "ოდლარურდუს" უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდებას მიანიჭებენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება