2017 წლის 10 მარტიდან, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციებისა და სტარტეგიული განვითარების დეპარტამენტისა და ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის ინიციატივით, პოლონური ენის შემსწავლელი უფასო კურსი დაიწყება.
პროგრამა კსუ-სა და პოლონეთის რესპუბლიკის მეცნიერების სამინისტროს გრანტით ფინანსდება.
კურსს პედაგოგი - აგნეშკა გურალსკა გაუძღვება.
სტუდენტებს საშუალება ეძლევათ განათლება, მობილობის წესით, პოლონეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში მიიღონ.
შეგახსენებთ, რომ პოლონური ენის შემსწავლელი უფასო კურსი კსუ-ში 2014 წლიდან ხორციელდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება