9 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მე-3 საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციასთან დაკავშირებით, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს.
კონფერენცია - ,,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სტრატეგიული მიზნები“ - 2017 წლის 27 აპრილს ჩატარდება და მასში მონაწილეობა უცხოეთსა და საქართველოში პროფესიული სასწავლებლებისა და აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს შეეძლებათ.
კონფერენციაში მონაწილეობის პირველ ეტაპზე, აპლიკანტებმა საკონფერენციო თემის თეზისები უნდა მოამზადონ და ღონისძიების ორგანიზატორებს 15 მარტამდე მიაწოდონ. კონფერენციის მონაწილე და საპრიზო ადგილების მფლობელ სტუდენტებს პრიზები და ფულადი საჩუქრები გადაეცემათ.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციის შედეგების საფუძველზე წარმატებული სტუდენტების მონაცემთა ბაზა შეიქმნება, რომელიც სტუდენტებს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში სტაჟირებისა და დასაქმების კუთხით დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უკვე წლებია აქტიურად თანამშრომლობენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება