Mevlana-ს გაცვლითი პროგრამა სულეიმან დემირელის უნივერსიტეტში (თურქეთი) კსუ-ს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის
Mevlana-ს გაცვლითი პროგრამა სულეიმან დემირელის უნივერსიტეტში (თურქეთი) კსუ-ს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორი სულეიმან დემირელის უნივერსიტეტი Mevlana-ს გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს 2017-2018 აკადემიური წლისთვის აპლიკაციების მიღებას.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს; ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს.
პროგრამაში მონაწილეობისთვის სტუდენტები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 900 თურქული ლირის ოდენობით.
აკადემიური პერსონალის ანაზღაურება შეადგენს 50 თურქულ ლირას დღეში + 2250 თურქული ლირა სამგზავრო ხარჯების დასაფარად.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა გთხოვთ შეავსოთ თანდართული ფაილი: candidate- ıncoming student-application-form და თქვენი ნიშნების ფურცელთან და ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატთან (ამგვარის არსებობის შემთხვევაში) ერთად გადმოაგზავნოთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ელექტრონულ ფოსტაზე irs@ciu.edu.ge .
დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა გთხოვთ შეავსოთ თანდართული ფაილები: academic-staff-CV, academic-staff-candidate-application-form, academic-staff- annex, და გადმოაგზავნოთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ელექტრონულ ფოსტაზე irs@ciu.edu.ge .
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 3 მარტი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს:
irs@ciu.edu.ge
+995 32 261 12 98 (შიდა 109)
515-ე ოთახი
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება