საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და სსიპ-საჯარო სამსახურის ბიუროს კოორდინაციით შეიქმნა სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა.
აღნიშნული სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სტაჟირების გავლის წესი და პირობები განსაზღვრულია "საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ " საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N410 დადგენილებით.
პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, სტაჟირება ატარებს ერთჯერად ხასიათის, რათა მეტმა სტუდენტმა/კურსდამთავრებულმა მიიღოს საკუთარი საგანმანათლებლო პროფილის შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება.
იმისათვის, რომ გაიაროთ სტაჟირება, უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს:
უნდა იყოთ საქართველოს მოქალაქე;
უნდა სწავლობდეთ სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ უნივერსიტეტში,
იყოთ ამ უნივერსიტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, მაგისტრანტის ან დოქტორანტის სტატუსის მქონე პირი და უნდა გამოირჩეოდეთ მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში);
სტაჟირების გავლის შესაძლებლობა აქვთ, აგრეთვე, იმ კურსდამთავრებულებსაც, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნული მაღალი აკადემიური მოსწრების მოთხოვნებს და მათი სწავლის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელზე მეტი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა მოგვაკითხონ კსუ-ს კარიერის განვითარების ცენტრში, არაუგვიანეს 22 მარტისა.
ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ.;
ტელ: (+995 32) 294 59 92 ( შიდა 109)
ელ.ფოსტა: career@ciu.edu.ge
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება