26 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სუპერლიგა B-ს ფარგლებში ჩატარებულ საფეხბურთო შეხვედრაში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა თელავის სპორტულ კლუბთა გაერთიანება ანგარიშით 4:0 დაამარცხა.
შეხვედრის პირველ ტაიმში ანგარიში არ გახსნილა, თუმცა მეორე ნაწილში კსუ-ს გუნდიდან თავი ლაშა მებაღიშვილმა, მერაბ ბოლოთაშვილმა და გოგა ხუროშვილმა გამოიჩნეს.
აღნიშნული გამარჯვებით, კსუ-მ სატურნირო ცხრილში შვიდი თამაშის შედეგებით, ანგარიშზე 14 ქულა მოაგროვა.
გულშემატკივრებს შეგახსნებეთ, რომ შემდეგი თამაში 11 მარტს ზესტაფონში - სკ ფეროსთანაა ჩანიშნული.
კსუ-ს საფეხბურთო გუნდის მწვრთნელი კახა ოსეფაშვილი გახლავთ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება