21 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის განვითარების რეგიონულმა ცენტრმა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტურისტული განვითარების სააგენტოს მიწვევით მოკლევადიანი ტრენინგ-კურსი - „აგროტურიზმი“ - ჩაატარა, რომელსაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და TEMPUS ის პროექტის CruiseT ტრენერი თამარ ქობლიანიძე უძღვებოდა.
კურსის მსმენელები გაეცნენ აგროტურიზმის ფორმებს და ძირითად მახასიათებლებს, აგროტურისტული პროდუქტის სპეციფიკას, მარკეტინგულ და პრომოუშენის საკითხებს და ბიზნეს გეგმის ასპექტებს; ასევე მისი განვითარების პერსპექტივებს საქართველოში.
კურსი აგრო და სოფლის ტურიზმში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლების, აგრო/სოფლის ტურიზმის განვითარების სტიუმულირებისა და მისი პოპულარიზაციის მიზნით განხორციელდა. ტრენინგ-კუსი ინტერაქტიულ მეთოდებზე დაყრდნობით ჩატარდა, რაც მსმენელების მაღალ აქტივობას და მაქსიმალურ ჩართულობას გულისხმობს.
კურსის 20-მდე მსმენელს სერტიფიკატები გადაეცა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება