27-29 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის ლალი მეკოკიშვილის ხელმძღვანელობითა და უნივერსიტეტის (კსუ) მხარდაჭერით ჩატარდა „ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს მეორე საერთაშორისო ტრანსკავკასიური კონგრესი - ITC-2016“.
აღნიშნული კონგრესის შესახებ სტატია დერმატოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების ჟურნალში დაიბეჭდა. აღნიშნული საზოგადოება, მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი სათავო ორგანიზაციაა და დარგის წარმომადგენლებს გლობალურად ერთიანებს.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ფორუმზე ლექტორებად და ტრენერებად მოწვეულნი იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი ექსპერტები, საუნივერსიტეტო კლინიკების ხელმძღვანელები და პროფესორები. აღსანიშნავია ისიც, რომ კონგრესს, როგორც 2016 წლის მნიშვნელოვან სამეცნიერო ღონისძიებას, მიენიჭა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი, მან წარმატებით გაიარა როგორც ევროპის პოსტდიპლომური განათლების საბჭოს, ასევე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს აკრედიტაცია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება