16-17 თებერვალს საგამოფენო ცენტრი ,,ექსპო ჯორჯია“ უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-7 საერთაშორისო გამოფენას - International Education Fair Georgia 2017 - მასპინძლობს.
გამოფენა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ბ-მა ალექსანდრე ჯეჯელავამ საზეიმოდ გახსნა.
განათლების საერთაშორისო გამოფენაზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 16 ქვეყნის 100-მდე უნივერსიტეტთან, პროფესიულ კოლეჯთან და საგანმანათლებლო ცენტრთან ერთად, უკვე მეექვსე წელია მონაწილეობს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტითა და მისი საგანმანათლებლო პროგრამებით დაინტერესებულ პირებს შეგახსენებთ, რომ 17 თებერვალს დილის 11:00 საათიდან, ექსპო ჯორჯიას მეთერთმეტე პავილიონში, 11.46 სტენდთან, თქვენ შეძლებთ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდეთ და ყველა თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვასა და საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღოთ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება