13-14-15 თებერვალს ,,უნივერსიადას“ ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებს შორის ბილიარდში - ჯგუფური, მერვედფინალური, მეოთხედფინალური, ნახევარდინალური და ფინალური ტურები გაიმართა.
შეჯიბრებაში ჯგუფური ეტაპის შედეგებით 6-6 კაციანი გუნდები დაკომპლექტდა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს გიგი და ერეკლე ხიტალიშვილები წარმოადგენდნენ, რომლებმაც ფინალური ტურის შედეგებით III და IV ადგილები გაინაწილეს.
შეჯიბრში საქართველოს 15-მდე აკრედიტირებული უმაღლესი დაწესებულება მონაწილეობდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება