12 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სუპერლიგა B-ს ფარგლებში ჩატარებულ საფეხბურთო შეხვედრაში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა საქართველოს უნივერსიტეტის ნაკრები ანგარიშით 5:4 დაამარცხა.
კსუ-ს გუნდიდან გოლების ავტორები ლევან წამალაშვილი, ბესიკ ოსეფაშვილი და ილია მოდებაძე არიან, მოწინააღმდეგე გუნდმა კი საკუთარ კარში ორი გოლი გაიტანა.
აღნიშნული გამარჯვებით, კსუ-ს საფეხბურთო გუნდის თამაშების სტატისტიკური მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესდა, სატურნირო ცხრილში ექვსი თამაშის შედეგებით გუნდის ანგარიშზე 11 ქულა ირიცხება.
გულშემატკივრებს შეგახსნებეთ, რომ 26 თებერვალს უნივერსიტეტის ნაკრები შემდეგ თამაშს თელავის სპორტულ კლუბთა გაერთიანებასთან გამართავს, საფეხბურთო გუნდის მწვრთნელი კახა ოსეფაშვილი გახლავთ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება