4 თებერვალს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და თეირანის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, კსუ-ში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია ირანის ისლამური რესპუბლიკის კულტურის ატაშესა და თეირანის უნივერსიტეტის პროფესორებს შეხვდა. შეხვედრას თეირანის სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები და დოქტორანტები ესწრებოდნენ, რომლებიც კსუ-სთან თანამშრომლობით არიან დაინტერესებულები.
მხარეებმა ირანისა და საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაფართოების პერსპექტივებზე ისაუბრეს და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და თეირანის უნივერსიტეტის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, რაც სამომავლოდ უნივერსიტეტებს შორის პროფესორთა გაცვლით აქტივობებს, ლექცია-სემინარებსა და სხვა პროექტების განხორციელებას გულისხმობს.
შეხვედრაზე, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობაზეც ისაუბრეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება