24 იანვარს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე რუსეცკი და სტუდენტები - ანუკი ფიფია და მინდია ადაძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრნენ.
სააგენტომ ადამიანის უფლებათა სამოქმედო-სამთავრობო გეგმის ფარგლებში 2016 წელს განხორციელებული პროექტებისა და წიგნების პრეზენტაცია გამართა.
შეხვედრაზე სამ სხვა გამოცემულ წიგნთან ერთად ,,ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“ - კონფერენცის მასალების წარდგინებაც მოხდა, სადაც ალექსანდრე რუსეცკისა და კსუ-ს სტუდენტების საკონფერენციო თემების თეზისები, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, ელჩებისა და რელიგიური თემების წარმომადგენლების გვერდით დაიბეჭდა.
ღონისძიება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ - ზაზა ვაშაყმაძემ გახსნა, მან 2016 წელი და განხორციელებული პროექტები შეაჯამა. გამომსვლელებმა ამ ტიპის აქტივობების აუცილებლობას ხაზი გაუსვეს და პროექტი მოიწონეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება