12 იანვარს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის “ღვინის თეატრი“ - შტეფან ცვაიგის ნოველის მიხედვით დადგმული სპექტაკლით - „უცნობი ქალის წერილები“ - ათონელის თეატრის მაყურებლის წინაშე წარდგა.
სპექტაკლის რეჟისორი თეატრალური ხელოვნების მაგისტრი, რეჟისორი და კსუ-ს ,,ღვინის თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ეკატერინე კვირკელია გახლავთ.
სპექტაკლისთვის ,,ღვინის თეატრის“ მსახიობები 3 თვის მანძილზე ემზადებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ სპექტაკლის პრემიერა და რამდენიმე მსახიობის დებიუტი ,,მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაციის“ პროექტში - ,,ნიღაბი 2016“ შედგა, სადაც მთავარი როლის შემსრულებელი ანი ბობოხიძე - ასოციაცია ASTA-ს რჩეულის გახდა.
ათონელის სცენაზე ,,ღვინის თეატრმა“ უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით უკვე მეორე სპექტაკლი წარმოადგინა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება