ორშაბათიდან, ყოველდღე, 17:30 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ბაზაზე მომზადებული გადაცემათა ციკლი - „რუსთველის სამყარო“ - გავა.
შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 25 დეკემბერს გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტმა გადაცემათა ციკლი - "რუსთველის სამყარო", ფილმები - "მე მთელ დედამიწას დუელში ვიწვევ" და"უკანასკნელი ნოტები" - ტელევიზიას უსასყიდლოდ გადასცა.
თვალი გვადევნეთ აჭარის ტელევიზიის ეთერში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება