კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ლალი მეკოკიშვილი აკადემიურ პერსონალს შეხვდა.
მან მიმდინარე სემესტრის შუალედური შედეგები შეაჯამა და ფაკულტეტის სტრუქტურასა და სასწავლო პროცესის გაუმჯობესების გზებზე ისაუბრა.
სასწავლო მასალები, რჩევები სასწავლო პროცესის მართვის სისტემასთან ურთიერთობის დროს, სამეცნიერო კონფერენციებში ჩართვა, სასწავლო ბაზები - დეკანმა აღნიშნული საკითხები დეტალურად განიხილა.
ლალი მეკოკიშვილმა პროფესორ-მასწავლებლების კითხვები, მოსაზრებები და რჩევები მოისმინა და განხორციელების გზებზე მათთან ერთად იმსჯელა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება