საქართველოს ისტორიაში პირველად, სომეხი ხალხის ისტორია ქართულ ენაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გამოსცა.
წიგნის - „სომეხი ხალხის ისტორია უძველესი დროიდან 1921 წლამდე“ - პრეზენტაცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.
წიგნი რუსული ენიდანაა ნათარგმნი, მასში არსებული ქართული კომენტარებისა და წინათქმის ავტორი ისტორიის დოქტორი, პროფესორი დავით მერკვილაძეა.
მკითხველებს საშუალება ეძლევათ სომხეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების ძირითად მოვლენებსა და მდიდარი კულტურის ამსახველ საკითხებს ქართულ ენაზე გაეცნონ.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, სხვადასხვა უმაღლესი დაწესებულების პროფესორებმა, აღნიშნული წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და უნივერსიტეტის გადაწყვეტილება, გამოეცათ მსგავს შინაარსის წიგნი, დადებითად შეაფასეს.
დამსწრე საზოადოებას, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა წიგნი - „სომეხი ხალხის ისტორია უძველესი დროიდან 1921 წლამდე“ საჩუქრად გადასცა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება