28 დეკემბერს, 14:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში (ოთახი №305) წიგნის - „სომეხი ხალხის ისტორია უძველესი დროიდან 1921 წლამდე“ - პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნში სომხეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების ძირითადი მოვლენები და სომეხი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მდიდარი კულტურის ამსახველი საკითხებია გადმოცემული.
„სომეხი ხალხის ისტორია უძველესი დროიდან 1921 წლამდე“ სომხეთის ისტორიით დაინტერესებულ ქართველ მკვლევრებსა და სტუდენტებს ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება.
სომეხი ხალხის ისტორია ქართულ ენაზე პირველად გამოიცა.
პრეზენტაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ისტორიისა და ეთონოლოგიის ინსტიტუტის, საქართველოს უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და ხელნაწერთა ერონული ცენტრის წარმომადგენლები დაესწრებიან.
წიგნი - „სომეხი ხალხის ისტორია უძველესი დროიდან 1921 წლამდე“ - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ეგიდით გამოიცა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება