კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტის ,,ქართული ღვინის გზა“ - ფინალურ ეტაპზე გადასული კონკურსანტები შეიკრიბნენ.
პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს რეგიონებში არსებული ვაზის ჯიშების, ღვინის სახეობებისა და დაყენების ტექნოლოგიის შესახებ ნაშრომების მომზადებას. კონკურსში კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეები მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაერთნენ და პირველ ეტაპზე მიღებული ნაშრომების საერთო რაოდენობამ 75 შეადგინა.
ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად მოსწავლეების მიერ მომზადებული საკონკურსო თემები ჟიურის წევრებმა შეაფასეს და წარმატებული პროექტები გადაარჩიეს.
ჟიურის წევრების სია ასე დაკომპლექტდა: თავმჯდომარე - კსუ-ს კანცლერის მოადგილე ქეთევან ჯურხაძე, კსუ-ს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის ხელმძღვანელი - ოლან გოცირიძე, ასოციაცია ,,ქართული ღვინოს“ პროექტების ასისტენტი - ვერიკო კაპანაძე.
26 დეკემბერს ჟიურის სიმპატიისა და სამი საპრიზო ადგილის მფლობელები გამოვლინდნენ: III - მარიამ მეტონიძე, II - ანი ქურხული, I - ანა სარალიძე.
ჟიურის სიმპატია - ლაშა გიორბელიძე.
გამარჯვებულებს ალტაოქეის 300, 200 და 100 ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ, ხოლო ყველა მონაწილე წიგნებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება