23 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიშკეკის ეუთოს აკადემიის რექტორი ინდირა სატარკულოვა და პოლიტიკისა და უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის სასწავლო პროცესის მართვის კოორდინატორი აიგულ აბდუბაეტოვა ესტუმრნენ.
სტუმრები კსუ-ს რექტორს კახაბერ კორძაიას შეხვდნენ და არსებული მემორანდუმის პირობები და პუნქტები განაახლეს.
მხარეებმა სასწავლო პროცესის შესახებ ინფორმაცია გაცვალეს.
ბიშკეკის ეუთოს აკადემიის წარმომადგენლები კსუ-ს სტუდენტებსაც შეხვდნენ და მათ სასწავლო და სარეგისტრაციო პროცესის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
აკადემია ორ - ,,პოლიტიკა და უსაფრთხოება“ და ,,ეკონომიკის მართვა და განვითარების“ სამაგისტრო პროგრამას ახორციელებს და 16 თვიანი სასწავლო პროცესისათვის ყოველწლიურად 30-30 სტუდენტს იღებს.
დაინტერესებულ სტუდენტებს აკადემია პროფესიულ პროგრამებსა და საზაფხულო კურსებს სთავაზობს.
რექტორთან და სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ ბიშკეკის ეუთოს აკადემიის წარმომადგენლები კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიაში მრგავლი მაგიდის მომხსენებლებთან ერთად შეიკრიბნენ და თემაზე ,,ახალი გამოწვევები ეუთოს რეგიონში: სამოქალაქო მხარდაჭერა ავსტრიის თავჯდომარეობისთვის ეუთოში 2017 წელს“ - იმსჯელეს.
მრგალი მაგიდის ინიციატორი კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიასთან ერთად ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, ბიშკეკის ეუთოს აკადემია, ,,უნივერსიტეტები მშვიდობისთვის“, ვენის უნივერსიტეტი და ფრიდრიხ ებერტის ფონდი იყვნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება